სერგეი პროკოფიევი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი რუსი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი – სერგეი პროკოფიევი, სწორედ იმ დღეს გარდაიცვალა ჰიპერტონიული კრიზისის შედეგად, როდესაც ოფიციალურად იქნა გავრცელებული ინფორმაცია, საბჭოთა ბელადის – იოსებ სტალინის გარდაცვალების შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) სტალინური პრემიის ექვსგზის ლაურეატი მუსიკოსი, თავისი აღსარულის ჟამს ტვერსკის რაიონში, კერძოდ კი კამერგერის შესახვევში, წითელ მოედნის ახლოს ცხოვრობდა. სტალინის გარდაცვალებამ საბჭოთა კავშირის მთავარ მოედანზე იმდენად დიდი მასა შეკრიბა ხალხისა, რომ რუსი კომპოზიტორის ცხედრის დაკრძალვა დროში იქნა გაწელილი. არავის სცხელოდა სახელოვანი თანამემამულის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად. ის კი არა და, საბჭოეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და წამყვან მუსიკალურ ჟურნალში – „მუსიკალური აკადემია”, პირველი 115 გვერდი სტალინის გარდაცვალებას ეძღვნებოდა, ხოლო პროკოფიევის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია კი, ჟურნალის მხოლოდ და მხოლოდ უკანასკნელ – 116 გვერდზე იყო განთავსებული. – (ავტორი გენია.ჯი)