მდინარე ონონი
ონონი – წარმოადგენს უამრავი ლეგენდით დახუნძლულ მდინარეს, რომელიც მიედინება ჩრდილო-აღმოსავლეთ მონღოლეთსა და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემავალ – იმიერბაიკალეთის მხარეში. მდინარე შილკის მარჯვენა შენაკადი (ოხოტის ზღვის აუზი) მდინარის სიგრძე – 1032 კილომეტრია, ხოლო აუზის საერთო ფართი კი – 96 200 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. (ავტორი გენია.ჯი) მონღოლეთის ტერიტორიაზე მდინარე ონონის 298 კილომეტრიანი მონაკვეთი გადის და სათავესაც იქვე, მონღოლეთში, კერძოდ კი ხენტეის მთიანეთში იღებს. იგი განთავსებული ერთობ მკაცრი კლიმატური პირობების მქონე რეგიონებში და გამოირჩევა ძალიან დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახეობის თევზით. მათ შორის რამდენიმე უნიკალური სახეობის თევზითაც.
მდინარე განსაკუთრებული წყალუხვობით გაზაფხულის უმშვენიერეს პერიოდში გამოირჩევა. ნოემბერში იყინება. ყინვა გალღვობას აპრილის თვეში იწყებს. დედამიწაზე არსებულ სულ რამდენიმე მდინარეს თუ შეუძლია დაიკვეხნოს თევზის სახეობათა იმგვარი მრავალფეროვნებოთ, როგორითაც მდინარე ონონი. მასში მრავლად გვხვდება თევზის ისეთი ეგზემპლარები, რომელთა სიგრძე 5-6 მეტრს შეადგენს (მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ მასში დაჭერილი ერთ-ერთი თევზი იმდენად დიდი და მასიურიც კი ყოფილა ფიზიკურად, რომ მის გადასატანათ ტრაქტორის გამოყენება გამხდარა საჭირო).
მდინარე ონონი არა მხოლოდ გეოგრაფიული თვალსაზრისით იწვევს ინტერესს, არამედ ისტორიული თვალსაზრისითაც. ფართოდ გავრცელებული ლეგენდის თანახმად, სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მონღოლი დამპყრობლის – ჩინგიზ ყაენის დაბადება და სიკვდილი. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მონღოლთა უზარმაზარი იმპერიის ფუძემდებელი ონონის ნაპირებზე მოევლინა ქვეყნიერებას. კონკრეტულად კი – დე-ლიუ-ბოლდოკის რაიონში. თუკი მონღოლთა ჰიპოთეზას ვერწმუნებით, ჩინგიზ ყაენმა თავისი უკანასკნელი განსასვენებელიც მის ერთ-ერთ ნაპირზე ჰპოვა. გარდა ამისა, მდინარე ონონთან დაკავშირებულია კიდევ ერთი მითი – ქალთევზების შესახებ. – (ავტორი გენია.ჯი)