იცით თუ არა, რომ?!
1. „თუ ღმერთი თქვენს მხარეზეა, რადგან იგი კონსერვატორია, სამაგიეროდ, ეშმაკია ჩემს მხარეზე, რადგან ის კარგი კომუნისტიაო”. – ასე გაეხუმრა ერთხელ სტალინი ჩერჩილს. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. თურქმენეთის რესპუბლიკაში ცხენის ხორცის საკვებად გამოყენება კანონით არის აკრძალული.
* * *
3. „ჯარისკაცებო, მიზანში პირდაპირ გული ამოიღეთ!” – ეს გახლდათ ნაპოლეონის არმიის სახელოვანი მარშლის – მიშელ ნეის უკანასკნელი სიტყვები დახვრეტის წინ – 1815 წლის 7 დეკემბერს.
* * *
4. მორიელებს საკვების გარეშე ერთი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ძალუძთ არსებობა.
* * *
5. „რუსული ლიტერატურის მზედ” წოდებულმა – ალექსანდრე პუშკინმა, თავისი პირველი ლექსი 8 წლის ასაკში დაწერა – ფრანგულ ენაზე. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. XX საუკუნის მეორე ნახევარში მსოფლიო მოსახლეობის 40 % სოციალისტური წყობილების მქონე ქვეყნებში ცხოვრობდა.
* * *
7. კატების საერთაშორისო დღე, ყოველი წლის 20 თებერვალს აღინიშნება.
* * *
8. მურა დათვის ახლადდაბადებული ბელის საშუალო წონა სულ რაღაც 500 გრამია.
* * *
9. ტაჯიკეთის დედაქალაქის – დუშანბეს სახელწოდება, ითარგმნება, როგორც – „ორშაბათი”.
* * *
10. ისლანდიაში 982 წელს მიღებული კანონის თანახმად, რომელიც დღემდეა მოქმედებაში, ქვეყნის ტერიტორიაზე იკრძალება ცხენის შეყვანა უცხოეთიდან. – (ავტორი გენია.ჯი)