იოსებ სტალინი – „ეპიზოდი”
1907 წლის 5 დეკემბერს, მუცლის ტიფის შედეგად, თბილისში გარდაიცვალა იოსებ სტალინის პირველი მეუღლე – ეკატერინე (კატო) სვანიძე. გერმანელი ნაცისტების მიერ სადისტურად დახვრეტილი იაკობ ჯუღაშვილის დედის აღსასრულმა განუზომელი სულიერი ტრამვა და ტკივილი მიაყენა უზარმაზარი საბჭოეთის მომავალ ბელადს. „ამ არსებამ შეარბილა ჩემი ქვის გული. თუმცა, იგი მოკვდა და მასთან ერთად მოკვდა ჩემი უკანასკნელი თბილი გრძნობებიც კაცობრიობისადმიო”. – ამ მეტად მრვალისმეტყველი სიტყვებით გამოუხატავს თავისი უკიდეგანო სატკივარი მას საყვარელი მეუღლის დასაფლავებისას. ამბობენ, რომ ეკატერინეს დაკრძალვის დღეს ისეთი სასოწარკვეთილი და დაბნეული იყო იოსები, რომ ცოლისათვის გათხრილ (ღია) საფლავშიც კი ჩახტაო. – (ავტორი გენია.ჯი)