ფრიდრიჰ ჰოლდერლინი წერდა…

მე-18 საუკუნის მიწურულისა და მე-19 საუკუნის დამდეგის დიდი გერმანელი პოეტი, ლირიკოსი და დრამატურგი – ფრიდრიჰ ჰოლდერლინი წერდა:

„თურმე შეიძლება ისეთნი გავხდეთ, როგორიც ბავშვია.

კვლავ შეიძლება დაგვიბრუნდეს ოქროს ხანა უმანკოების, ხანა მშვიდობისა და თავისუფლების, კვლავაც მივაგნოთ დედამიწაზე ამ დიდ სიხარულს, დიდ ნავთსაყუდელს!

განა არ ბერდება ადამიანი, განა არ სჭკნება, განა მოწყვეტილ ფოთოლს არა ჰგავს, რომელიც თავის ტოტს ვეღარასოდეს დაუბრუნდება, ქარი კი ფოთოლს აღმა-დაღმა დააქანებს, ვიდრე მიწას მიაბარებდეს?

და მაინც გაზაფხული კვლავ დგება მისთვის!

ნუ დაიტირებთ, როს სრულყოფილი დაიყვავილებს! სულ მალე იგი კვლავ აყვავდება! ნუ დაღონდებით, თუ დადუმდება მელოდია თქვენი გულისა! კვლავ გამოჩნდება ხელი, რომელიც მას ახლებურად აახმოვანებს!”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>