ლუი XIV დე ბურბონი – „ეპიზოდი”
„მეფე-მზედ” წოდებული ფრანგი მონარქი – ლუი XIV დე ბურბონი (1638-1715 წლები), საფრანგეთის მეფეების მიერ დაწესებული ერთ-ერთი ძველი ტრადიის თავგადაკლული მიმდევარი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ღრმად მორწმუნე კათოლიკე მეფე, ვნების კვირაში, ხუთშაბათს, ყოველწლიურად აღასრულებდა – „ფეხთბანვის” რელიგიურ წესს. ქრისტიანთათვის ამ უნიშვნელოვანეს დღეს, ლუი XIV პირადად ბანდა ფეხებს 12 ღარიბ-ღატაკ ადამიანს. თუმცა, მანამ, სანამ ისინი ფრანგი მონარქის წინაშე წარსდგებოდნენ ფერხთა საბანად, მეფის პირად ექიმთან გადიოდნენ საგულდაგულო სამედიცინო შემოწმებას. – (ავტორი გენია.ჯი)