ივანე ტურგენევი – „ეპიზოდი”
სახელოვანი რუსი მწერალი და პოეტი – ივანე ტურგენევი (1818-1883 წლები), სხვა თანამემამულე ლიტერატორებისაგან განსხვავებით, ცივილიზებული ევროპისაკენ უფრო იხრებოდა, ვიდრე ყოველმხრივ ჩამორჩენილი რუსეთისაკენ. ცნობილია ისიც, რომ სწორედ მისი ევროპული მსოფლმხედველობა იყო მიზეზი იმისა, რომ ივანეს ძალიან ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა რუსული ლიტერატურის ორ ისეთ ბერმუხასთან, როგორებიც იყვნენ – ალექსანდრე ტოლსტოი და თედორე დოსტოევსკი. (ავტორი გენია.ჯი) ტურგენევი შესაძლებლობას არ უშვებდა ხელიდან, რუს ხალხში დამკვიდრებული ცუდი ზნე-ჩვეულებები, თვისებები საჯაროდ გაეკრიტიკებინა და გაემათრახებინა. ერთ-ერთი ასეთი ულმობელი გამოსვლა ტურგენევმა ნიკოლოზ გოგოლის გარდაცვალებისადმი მიძღვნილ ნეკროლოგში განახორციელა, სადაც უმკაცრესად იყო გაკრიტიკებული რუსი ხალხი. ლიტერატორის მიერ გამოქვეყნებულმა ზემოაღნიშნულმა ნეკროლოგმა არა მხოლოდ უბრალო რუსი ხალხი გააღიზიანა და აღაშფოთა, არამედ მის წინააღმდეგ განაწყო მეფის ხელისუფლებაც. შედეგად, მწერალი მეფის ოხრანკამ დააკავა. ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ, ტურგენევი კი გაანთავისუფლეს, თუმცა ორი წლის ვადით მაინც გადაასახლეს მშობლიურ ქალაქ ორიოლში. – (ავტორი გენია.ჯი)