თედორე დოსტოევსკი – „ეპიზოდი”
მიუხედავად უდიდესი პოპულარობისა და ავტორიტეტისა, გენიალური რუსი მწერალი – თედორე დოსტოევსკი (1821-1881 წლები), მაინც გაცილებით ნაკლებ თანხას გამოიმუშავებდა სამწერლო ასპარეზზე, ვიდრე მისი სხვა მრავალი ბევრად ნაკლებად ცნობადი თანამემამულე მწერალი. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად, ივანე ტურგენევს, რომელთანაც მას ძალიან დაძაბული ურთიერთობა გააჩნდა, გამომცემლები ტექსტის თითოეულ ფურცელში საშუალოდ, 500 რუბლს უხდიდნენ, და ეს მაშინ, როდესაც სახელგანთქმულ დოსტოევსკის ანალოგიურ ფურცელში სულ რაღაც – 150 რუბლით უწევდა დაკმაყოფილება. გამომცემლებმა კარგად იცოდნენ, თუ როგორ საჭიროებდა დიდი ფინანსური პრობლემების წინაშე მდგომი თედორე ფულს (გენიოსი ლიტერატორის ფინანსური სიძნელეები უმთავრესად გამოწვეული იყო მისივე აზარტომანიით) და ამით შესანიშნავადაც ითბობდნენ ხელს. – (ავტორი გენია.ჯი)