ბენჯამინ ფრანკლინი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი დამფუძნებელი და დიდი ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე – ბენჯამინ ფრანკლინი (1706-1790 წლები), მექალთანეობით გამორჩეული პიროვნება გახლდათ. იმისათვის, რომ თავი სათანადოდ გაერთო და ხორციელი ვნებები დაეკმაყოფილებინა, ამერიკის რევოლუციის სულისჩამდგმელი ლიდერი არად დაგიდევდათ შორეულ მოგზაურობასაც კი. იგი ხშირად სტუმრობდა ლონდონსა და პარიზს, რათა იქ მსუბუქი ყოფაქცევის მქონე მანდილოსნების გარემოვცვაში გაეტარებინა დრო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ დროს ფრანკლინი უკვე დაქორწინებული იყო დებორა რიდზე.
ის კი არა და, ბენჯამინმა 1745 წელს დაწერა ნაშრომი, სახელწოდებით – „კონსულტაცია ახალგაზრდა მამაკაცთან ქალბატონის არჩევის საკითხზე”, საიდანაც იგი ყმაწვილკაცებს აძლევდა რეკომენდაციას, პარტნიორის შერჩევის დროს უპირატესობა ყოველთვის მოწიფული ქალებისათვის მიენიჭებინათ. „ისინი გაცილებით უფრო მზრუნველები და გაცილებით უფრო გამოცდილები არიან. გარდა ამისა, მათთან ურთიერთობის ჟამს არა გაქვს შიში ბავშვის უნებური გაჩენისაო”, – წერდა თავის ნაშრომში ფრანკლინი. – (ავტორი გენია.ჯი)