ეკატერინე მედიჩი – „ეპიზოდი”

ბართლომეს სისხლიანი ღამის ერთ-ერთი ულმობელი შემოქმედი, საფრანგეთის იტალიური წარმომავლობის მქონე დედოფალი – ეკატერინე მედიჩი (1519-1589 წლები), განსაკუთრებით ამაყობდა თავისი „ჩამოსხმული” პროპორციების მქონე ფეხების სილამაზით. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც, რომ ანრი მეორეს მეუღლე ერთობ მდიდრული საჩუქრებით ანებივრებდა ერთ-ერთ პირად ფრეილინას მხოლოდ იმის გამო, რომ იგი ყველაზე კარგად აცმევდა ქალის მაღალყელიან წინდას მას და ყველაზე ოსტატურად და ლამაზად უკრავდა ბაფთიან თასმებს მის მდიდრულ ფეხსაცმელებს.

გარდა ამისა, ეკატერინეს ძალიან უყვარდა თავისი ლამაზი ფეხების საჯაროდ დემონსტრირებაც. ის კი არა და, უახლოეს გარემოცვას პანტალონებსაც (კოლგოტის ტიპის ქვედა საცვალი) კი უჩვენებდა თავისი ლამაზი ფეხების სადემონსტრაციოდ. ასეთი ქმედებები ეკატერინეს არა მხოლოდ ქმრის სიცოცხლეში ახასიათებდა, არამედ მისი გარდაცვალების შემდგომაც. თუ რა რეაქცია ჰქონდა ანრის ეკატერინეს უჩვეულო თვისებაზე, ჩვენთვის უცნობია. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>