პაბლო პიკასო – „ეპიზოდი”
ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა – „იყო დიდი ხელოვანი, სულაც არ ნიშნავს იმას, იყო დიდი ადამიანიო”. იპოქონდრიით დაავადებული გენიალური ესპანელი მხატვრის – პაბლო რუის ი პიკასოს შემოქმედებით აღფრთოვანებული იყო მილიონობით ადამიანი. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მისი შედევრალური შემოქმედებისაგან განსხვავებით, კუბიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის ბიოგრაფია განსაკუთრებული ბრწყინვალებით ნამდვილად არ გამოირჩევა. კაცი, რომელსაც ბავშვობიდანვე საშინელი შიში გააჩნდა თმის შეკრეჭისა, 14 წლის ასაკიდან იქცა საროსკიპოების ხშირ სტუმრად. მიუხედავად მხატვრის არც თუ ისე სიმპათიური გარეგნობისა, იგი მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქალთა წრეში. უკიდეგანო აღვირახსნილობას უკვალოდ არ ჩაუვლია: სულ რაღაც ოციოდე წლის ასაკში პაბლო სიფილისის ვენერიული დაავადებით დასნებოვნდა.
ამ უკიდურესად შრომისმოყვარე ხელოვანს საარაკო შემოსავლები კი გააჩნდა, თუმცა თავისი სიმდიდრე და ფუფუნება არასოდეს გაუნაწილებია თავისი უახლოესი ადამიანებისთვისაც კი. იგი არასოდეს ეხმარებოდა ეკონომიკურ შეჭირვებაში ჩავარდნილ მოყვასს; ჩუქებაზე რომ არაფერი ვთქვათ, პიკასო არასოდეს სესხულობდა ფულს ნათესავ-მეგობრებს; მატერიალურად არ ეხმარებოდა თვით შვილებსაც კი… იგი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში დასცინოდა პრაქტიკულად ყველას – საკუთარი ოჯახის წევრებს, მეგობრების უმრავლესობას, და ზოგადად რომ ვთქვათ, მათ, ვისაც პაბლო უანგაროდ უყვარდა. მიუხედავად ამისა, მას მაინც არასოდეს არ მოუნანიებია თავისი უგვანი საქციელი და არც არასოდეს უთხოვია პატიება ვინმესთვის. – (ავტორი გენია.ჯი)