მიხეილ ვრუბელი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი რუსი მხატვრის – მიხეილ ვრუბელის (1856-1910 წლები) ბავშვობამ ომსკში გაირბინა. იგი იმდენად სუსტი ჯანმრთელობის მქონე იყო პატარაობაში, რომ მხოლოდ სამი წლის ასაკში დაიწყო ფეხზე გავლა. (ავტორი გენია.ჯი) გიმნაზიის დასრულების შემდგომ, ვრუბელის ხასიათში კარდინალური ცვლილება მოხდა. იგი მკვეთრად იცვლიდა ხოლმე განწყობას და ხდებოდა ძალიან უხეში. ამას თან ერთვოდა ალკოჰოლური სასმელებისადმი სწრაფვა, რაც მის რთულ ხასიათს კიდევ უფრო აგრესიულს ხდიდა. ხელოვანს დასჩემდა ყოველი ადამიანისათვის საშინელი და საშიში სენი – ტყუილი. მიხეილი ატყუებდა ყველას და ყოველთვის. ვრუბელისათვის დროთა განმავლობაში სიტყვა – „პასუხისმგებლობამაც” დაკარგა ყოველგვარი აზრი. მის გვერდით ხშირად ჩნდებოდნენ სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომედგენლები. მათ შორის უკანასკნელი მაწანწალებიც კი. ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მხატვარი, რომელიც თავის თავს ჩამოყალიბებულ – გენიოსად მიიჩნევდა, ხშირად და მკაცრად (უცენზურო სიტყვებითაც კი) აკრიტიკებდა (ამკობდა) რიგი კოლეგების შემოქმედებას. მიუხედავად ამისა, მიხეილს არასოდეს დაუნახავს რაიმე სახის პრობლემა თავის თავხედურ გამოხდომებში. – (ავტორი გენია.ჯი)