აბსურდული სამეფო ეტიკეტი
ისტორიის ადრეულ ეტაპებზე, ამა თუ იმ ქვეყნის მბრძანებელთა სასახლეებში მკაცრად დაცული რიგი სამეფო ეტიკეტებისა, უკიდურეს აბსურდამდეც კი მიდიოდა. ისტორიაში მრავლად მოიძებნება მაგალითები იმისა, თუ როგორ ემსხვერპლნენ ადამიანები აბსურდამდე დასულ სამეფო ეტიკეტებს. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორის – პუის მშობელი დედა – გაულვაგია იულანი. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ, რაც პუი 2 წლის გახდა, სამეფო ეტიკეტის თანახმად, იგი დედას ჩამოაცილეს. იულანს კატეგორიულად აეკრძალა „წმინდანად” შერაცხილ ვაჟიშვილთან მიკარების უფლებაც კი, რომ არაფერი ვთქვათ, მასთან რაიმე სახის სხვა კონტაქტზე. გარდა ამისა, დედოფალს ეკრძალებოდა საკუთარ ვაჟიშვილთან ერთად ოთახში ყოფნაც. დედის მოულოდნელმა მოწყვეტამ ბავშვი რაღა თქმა უნდა, ძალიან გააღიზიანა. იგი მთელი დღეების განმავლობაში შეუსვენებლივ ტიროდა. ერთადერთი, ვისაც წმინდანად შერაცხილი პატარა იმპერატორის გამოკვების უფლება ჰქონდა – ძიძა იყო. თუმცა ვერც ის ამშვიდებდა პატარას.
ბავშვის განწირულმა ტირილმა და ყვირილმა ერთ დღეს იმდენად გამოიყვანა წყობილებიდან იულანი, რომ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა დედამ პირდაპირ საიმპერატორო სასახლის მისაღებ დარბაზში მოისწრაფა სიცოცხლე ოპიუმის სასიკვდილო დოზის დალევის შედეგად. – (ავტორი გენია.ჯი)
ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორი – პუი