Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„ცხოვრებაში კაცი შაბივით უნდა იყოს, რომ დაწმინდოს ყველაფერი, რაც ოდესმე არამზადებს აუმღვრევიათ და შეუბილწავთ.
მაშინ ისე შეხედავ ამ ყვავილებს, ამწვანებულ მინდვრებს, ლილისფერს სერებს, თითქოს შენამდე ჯერ არავის დაენახოს. ქალიც ისე შეგიყვარდება, თითქოს შენამდე სიყვარული ჯერ არავის გამოეცადოს… ძმობა და მეგობრობა ისე გაგახარებს, თითქოს კაცს კაცისათვის არასოდეს ეღალატოს…
ვაშას შესძახებ ფრთაგაშლილ ფრინველს, ტაშით შეხვდები ამომავალ მზეს… ყველაფერი გაგაოცებს და გულს ისეთი სიხარულით აგივსებს, თითქოს ღმერთის გვერდით დგახარ და ქვეყნის გაჩენას ესწრები.
მაშინ მშიერი კუჭი ხასიათს ვერ გაგიფუჭებს”.