ტარას შევჩენკო – „ნეტავი კიდევ რომ შემხვედროდა”

ნეტავი კიდევ რომ შემხვედროდა,

თუ შეკრთებოდა

ო, მისი გული?

რომელი სიტყვა წამოცდებოდა,

რომელი სიტყვა ოდესღაც თქმული.

* * *

იქნებ არც ერთი… იქნებ სიმწარით

გამიღიმებდა მთვარე ტრამალის,

რომ ყველაფერი იყო სიზმარი,

რასაც ეტრფოდა გული ალალი.

* * *

მე კი შავთვალავ, აღარ მასვენებს

შორს მოკიაფე შენი სახელი…

შენი დანახვა კვლავ გამახსენებს

ყმაწვილკაცობას, სავსეს ნაღველით.

* * *

და ავტირდები, როგორც პატარა,

ჩემი სიზმარი რომ არ ცხადდება…

წყალს წაუღია, ცრემლად დამდნარა

ჩემი წარსულის წმინდა ხატება.

კომენტარის დატოვება