ნიკო ლომოურმა თედო რაზიკაშვილს ურჩია…
„ – გინახავს მზის სხივი ჯურღმულში? წიგნიც ასე ანათებს ადამიანის სულს. უამბე ბალღებს ფრინველებზე, ცხოველებზე, ტყესა და გაზაფხულზე, თოვლიან კლდეებსა და ატეხილ ჭალებზე. სიტყვა გიჭრის, ბუნებაც გესმის… სცადე, რა გამოვაო”. – ასეთი შესანიშნავი რჩევა-დარიგება მისცა სახელოვანმა ქართველმა ლიტერატორმა – ნიკო ლომოურმა, ლიტერატურულ ასპარეზზე ახლადშებიჯებულ ქართველ მწერალს – თედო რაზიკაშვილს. ვაჟა-ფშაველას ღვიძლმა ძმამ გაითვალისწინა ამ ალალმართალი და გულისხმიერი კაცის რჩევა-შეგონება და სცადა… სცადა და მერე როგორ… იგი ავტორი გახდა არა მხოლოდ მრავალი შესანიშნავი ლექსისა, არამედ ავტორი გახდა ისეთი შესანიშნავი საბავშვო ლიტერატურული თხზულებებისაც, როგორებიცაა – „ყორანი”, „იის ამბავი”, „ნიბლია” და სხვა. – (ავტორი გენია.ჯი)
თედო რაზიკაშვილი