ევგენი მილაევის (ბრეჟნევის პირველი სიძის) შესახებ…
„საბჭოთა პრინცესად” წოდებულმა ლეონიდ ბრეჟნევის ექსცენტრიულმა და თავქარიანმა ქალიშვილმა – გალინა ბრეჟნევამ, თავისი პირველი ქმარი, კარგი გარეგნობით გამორჩეული მამაკაცი – ევგენი მილაევი (1910-1983 წლენბი), კიშინიოვის ცირკის არენაზე იხილა 1951 წელს პირველად. (ავტორი გენია.ჯი) იმ დროს ევგენი „თეთრი ჯამბაზის” როლს ასრულებდა საცირკო წარმოდგენაში და პუბლიკას ართობდა. 23 წლის ასაკში მყოფი გალინა იმთავითვე მოიხიბლა 41 წლის მილაევით. იმ მილაევით, რომელიც ბრეჟნევას გაცნობამდე ორჯერ უკვე იმყოფებოდა ქორწინებაში. ჰყავდა შვილებიც.
მიუხედავად ამისა, მილაევმა მალე შესძლო მომავალი საბჭოთა გენსეკის ოჯახთან დაახლოება. თავდაპირველად, ლეონიდი და მისი მეუღლე – ვიქტორია პეტრეს ასული, წყვილის დაქორწინების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ამ გავლენიან ოჯახს არ სურდა ცირკის უსახელო ჯამბაზი და ისიც ხანდაზმული მამაკაცი გამხდარიყო მათი ერთადერთი ქალიშვილის ქმარი. დროთა განმავლობაში ეს წინააღმდეგობა დაძლეული იქნა: გალინასა და ევგენის წყვილმა 1952 წელს მაინც იქორწინა. გალინაზე დაქორწინებიდან სულ რაღაც ორიოდე წელიწადში, ბრეჟნევის „სახელოვან” სიძეს მისთვის ესოდენ ნანინანატრი – „ბელორუსიის სახალხო არტისტი”-ს საპატიო ტიტული მიანიჭეს. 1959 წელს ევგენი „რუსეთის სახალხო არტისტის” სტატუსითაც აღჭურვეს; ამავე დროს იგი ინიშნება ბელორუსიის ცირკის ხელმძღვანელადაც; დროთა განმავლობაში, ბრეჟნევის სიძეს მიენიჭა – „საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის” წოდება და გახდა „სოციალისტური შრომის გმირი”-ც კი. როგორც წესი, ასეთ დიდ პატივს ცირკის მსახიობებს და ისიც ყოფილ ჯამბაზებს, მეტად იშვიათად სდებენ ხოლმე ძლიერნი ამა სოფლისანნი. თუმცა ყოვლისშემძლე სიმამრის სიძისათვის მიუწვდომელი არაფერი არ იყო. მილაევმა და ბრეჟნევამ 10 წლის განმავლობაში თანაიცხოვრა. შემდეგ ისინი გაეყარნენ ერთმანეთს. ჰყავდათ სამი შვილი. 1978 წლიდან 1983 წლამდე, ანუ თავის აღსასრულამდე, ევგენი მოსკოვის სახელგანთქმულ ცირკს ხელმძღვანელობდა. – (ავტორი გენია.ჯი)
გალინა ბრეჟნევა