თედორე დოსტოევსკი წერდა…
„გარდატეხის ხანაში მუდამ და ყველგან თავს წამოჰყოფენ ხოლმე კაცუნები. მე იმ ეგრეთ წოდებულ „მოწინავეებზე” არ მოგახსენებთ, რომლებიც მუდამ ყველას წინ უსწრებენ (ეს არის მათი უმთავრესი საზრუნავი) და მეტ-ნაკლებად განსაზღვრული მიზანი ამოქმედებთ, თუმცა ძალიან ხშირად ყოვლად არაგონივრული. არა, მე ამას მხოლოდ ნაძირალებზე ვამბობ. ყოველ საზოგადოებაში მოიძებნება ნაძირალა ადამიანები, ყოველ გარდამავალ ხანაში ამოტივტივდებიან ხოლმე ისინი ზედაპირზე და არა მარტო მიზანი, ჭკუისა და აზრის ნიშანწყალიც არ გააჩნიათ, მხოლოდ და მხოლოდ მოუსვენრობასა და მოუთმენლობას გამოხატავენ. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ნაძირალები თავისდა უნებურად თითქმის მუდამ იმ ერთი მუჭა „მოწინავეთა” მაჩანჩალები არიან, რომელთაც უკვე განსაზღვრული მიზანი ამოძრავებთ. ისინიც მთელ ამ ნაგავს, საითაც მოისურვებენ, იქით უქცევენ თავს, თუკი თვითონაც მართლა სულელები არ არიან, თუმცა ხშირად არც უამისობაა ხოლმე”. – (ავტორი გენია.ჯი)