ეს ისე, ცნობისთვის…
1892 წელს, თბილისში ყოფნის ჟამს, საბჭოთა ლიტერატურის ფუძემდებლად აღიარებულმა რუსმა ლიტერატორმა - მაქსიმ გორკიმ, დაწერა 7 ნაწილისაგან შემდგარი პოემა, სახელწოდებით – „ქალიშვილი და სიკვდილი”. (ავტორი გენია.ჯი) ამბობენ, აღნიშნული პოემის დაწერა ავტორს დიდი ინგლისელი რომანტიკოსი პოეტის – ჯორჯ გორდონ ბაირონის შემოქმედებამ შთააგონა და ამიტომაც არის იგი ესოდენ გაჯერებული დრამატული და რომანტიკული სიუჟეტებითო. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ „ქალიშვილი და სიკვდილი” გორკის შემოქმედების ერთ-ერთ გვირგვინად იქცა დროთა განმავლობაში. მეფის რუსეთში გორკის პოემას დღის სინათლე მკაცრი ცენზურის გამო არ უხილავს. იგი პირველად 1917 წელს, ანუ დიდი სოციალისტური რევოლუციის შემდეგ გამოქვეყნდა და იმთავითვე დიდი მოწონება დაიმსახურა მკითხველში.
1931 წლის 11 ოქტომბერს მაქსიმ გორკის საკუთრებაში მყოფ რიაბუშინსკოიოზე განთავსებულ აგარაკს მისი ახლო მეგობარი, საბჭოთა ბელადი – იოსებ სტალინი ეწვია. იმ დღეს ავტორმა თავად წაუკითხა ძლევამოსილ გენსეკს პოემა – „ქალიშვილი და სიკვდილი”. როდესაც გორკიმ კითხვა დაასრულა, ნაწარმოების შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა ბელადმა, რომელმაც შესანიშნავად უწყოდა კარგი ლიტერატურული ქმნილების, და ზოგადად რომ ვთქვათ, წიგნის ფასი, ერთმნიშვნელოვნად წარმოთქვა – „ეს ნაწარმოები უფრო ძლიერია, ვიდრე გოეთეს „ფაუსტიო”. – (ავტორი გენია.ჯი)