თედორე დოსტოევსკი წერდა…

„არ შეიძლება ადამიანის გასრესა, არ შეიძლება სიცოცხლე გაუმწარო, მაგრამ თუკი გაუმწარე, – თავი დაისაჯე… თუკი მართლა გაწირე, მართლა დაღუპე, – დაისაჯე და გაეცალე!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ნება მიბოძეთ, საკუთარი ღირსება დავიცვა”.

* * *

„უზღვავი ტანჯვის ატანა უწევს ადამიანს ამ ქვეყანაზე, შემზარავად უზღვავი უბედურების!”

* * *

„ხანდახან შინაბერებში აღმოაჩენ ისეთ საოცრებას, რომ გაგიკვირდება ამ სულელების, როგორ დააბერეს და აქამდე ვერ დაინახეს!”

* * *

„სიცოცხლის რომ არ მწამდეს, საყვარელმა ქალმაც რომ იმედი გამიცრუოს, აღარც სამყაროს წესრიგის კანონზომიერების მჯეროდეს და იმაშიც კი დავრწმუნებულიყავი, რომ ყველაფერი პირიქით – არაკანონზომიერად, მოუწესრიგებლად, წყეული სატანისებური ქაოსით არის მოწყობილი, ყველა შესაძლებელი იმედგაცრუებაც რომ დამტყდომოდა თავს – სიცოცხლე მაინც მენდომებოდა და რაკი დავეწაფე ამ თასს, მანამ არ მოვწყდები, სანამ ბოლომდე არ შევსვამ!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მე ქალის ხასიათზე ვამბობ: მოღალატეა ქალის ბუნება, ავხორცობით და ცვალებადობით”.

* * *

„ასე ვფიქრობ საერთოდ, რომ ამქვეყნად ყველამ უპირველესად სიცოცხლე უნდა შეიყვაროს”.

* * *

„სურვილის უფლება ყველას აქვს”.

* * *

„მე თუ მკითხავთ, ეშმაკმა დალახვროს, ყველა ქალში შეიძლება იპოვო გასაოცრად არაჩვეულებრივი, რასაც სხვა ვერავისთან ნახავ, ოღონდ პოვნის უნარი უნდა გქონდეს, აი, ეს არის მთავარი!”

* * *

„ცხოვრება მინდა და ვცხოვრობ, ლოგიკის მიუხედავადაც კი. შეიძლება არც მჯეროდეს ცხოვრებისეული წესრიგის, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს გაზაფხულზე კვირტიდან ახალმომსკდარი, წებოვანი თხელი ფოთლები; მიყვარს ადამიანური ღირსების გამოვლენა, რისიც უკვე რახანია იქნებ აღარც მჯერა, და მაინც, ძველი ჩვევით, გულით ვეთაყვანები”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება