ალექსეი ტოლსტოი – „ეპიზოდი”
„წითელ გრაფად” წოდებული ცნობილი რუსი მწერალი – ალექსეი ტოლსტოი (1883-1945 წლები), რომელიც თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ ლიტერატორად იყო მიჩნეული, პირადი კეთილდღეობის მოყვარული პერსონა გახლდათ და, როგორც მისი ბიოგრაფები შენიშნავენ, ერთობ თავხედური თვისებებითაც გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) ამბობენ, რომ ამ უპასუხისმგებლო და ამორალური თვისებების მქონე მწერლის მიერ გამოვლენილი თავხედობა ხშირად კურიოზულ შემთხვევებამდეც კი მიდიოდაო. ასე მაგალითად, პოპულარული ფანტასტიკური ჟანრის რომანის – „აელიტა”-ს ავტორს ერთი თავხედური (თუმცა-კი დამამცირებელი) ჩვეულება ჰქონდა გამომუშავებული: ალექსეის, როგორც სახელოვან მწერალს, ხშირად იწვევდნენ გავლენიანი ადამიანები თავიანთ ოჯახებში სადღესასწაულო წვეულებებზე. ასეთ შემთხვევაში ტოლსტოი ყოველთვის იღჭურვებოდა ხოლმე ფაქიზად დაკეცილი ქაღალდის კოლოფით. წვეულების დასრულების ჟამს კარგად დანაყრებული ალექსეი ჯიბიდან იღებდა კოლოფს და ყოველგვარი მორიდების გარეშე აწყობდა შიგ სუფრაზე დარჩენილ თუ მორჩენილ ბუტერბროტებს, ნამცხვრებსა და სხვა სახის საკვებ პროდუქტებს. ასეთი უჩვეულო მეთოდით მოგროვებული საკვები ალექსეის სახლში მიჰქონდა თავისი ვაჟიშვილისათვის, როგორც მომავალი დღის სკოლის საუზმე. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რუსი მწერალი არათუ არ უჩიოდა ფინანსურ სიძნელეებს, არამედ საკმაოდ მდიდარი ლიტერატორიც კი იყო. – (ავტორი გენია.ჯი)