პაბლო პიკასო – „ეპიზოდი”
რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, „მშვიდობის სიმბოლოდ” ქცეული – „მტრედი”-ს გენიალური ესპანელი ავტორი – პაბლო რუის ი პიკასო (1881-1973 წლები), სულაც არ იყო ისეთი პაციფისტური მსოფლმხედველობით დაჯილდოებული ხელოვანი, როგორადაც ერთი შეხედვით შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს იგი (ავტორი გენია.ჯი) კუბიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის ბიოგრაფები ყოველთვის ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ პაბლოს ძალიან უყვარდა ცეცხლსასროლი იარაღი. მის ერთ-ერთ საუკეთესო გასართობს კი, მათივე მტკიცებით, ცეცხლსასროლი იარაღით – ჰაერში სროლა წარმოადგენდა. აკი, ხშირად ისროდა კიდეც. ის კი არა და, თავის კანონიერ მფლობელობაში არსებულ რევოლვერს პიკასო მაშინაც ვერ ელეოდა თურმე, როდესაც მის შედევრ-ტილოებს ჰყიდდა მრავალრიცხოვან მუშტრებზე საკუთარ სახელოსნოში. – (ავტორი გენია.ჯი)