სალვადორ დალი – „ეპიზოდი”
თავისი ექსტრავაგანტული გამოსვლებით ცნობილი ესპანერი ფერმწერი და სკულპტორი – სალვადორ დალი (1904-1989 წლები), რომელიც პატარაობიდანვე ცდილობდა თავისი უნიკალურობით მიექცია გარშემომყოფთა ყურადღება, იმთავითვე ძალიან გაფეტიშებული ჰყავდა მშობლებს. (ავტორი გენია.ჯი) ისინი პატარა სალვადორის ყველა ახირებას უსიტყვოდ ასრულებდნენ, რამაც შედეგად ის მოიტანა, რომ მომავალი მხატვარი სრულიად გამოვიდა მშობლების კონტროლიდან. ერთ მშვენიერ დღეს, მაშინ, როდესაც იგი სულ რაღაც ათიოდე წლის ასაკში იმყოფებოდა, საოცარი რამ მოხდა მის ცხოვრებაში: დალის მშობლებმა პირველად უთხრეს უარი თავისი ახალი ახირების შესრულებაზე (ველოსიპედი არ უყიდეს). მიღებულმა უარმა იმდენად გააბრაზა და გაანაწყენა სალვადორი, რომ მან პროტესტის ნიშნად, სპეციალურად მოისაქმა საწოლში.
მშობლებისაგან გათავხედებულმა სალვადორმა თავისი ახირებული ბუნებით სკოლაშიც გამოიჩინა თავი. სკოლაში, სადაც მის მიერ დასახულ მიზანს გამუდმებული სკანდალებისა და ისტერიკების ფონზე აღწევდა. – (ავტორი გენია.ჯი)