ნიკოლო მაკიაველი – „ეპიზოდი”
1501 წლის 14 იანვარს დიპლომატიურ სამსახურში ჩამდგარი საყოველთაოდ ცნობილი იტალიელი ფილოსოფოსი და მოაზროვნე - ნიკოლო მაკიაველი, შემდგომი სახელმწიფო მისიით მშობლიურ ფლორენციას ესტუმრა. ამ დროს იგი 32 წლის ასაკში იმყოფებოდა და გარდა კარგი სამსახურისა, ღირსეული შემოსავლებითაც იყო განებივრებული. (ავტორი გენია.ჯი) იმავე წლის აგვისტოს თვეში მაკიაველმა იქორწინა ერთ-ერთი უძველესი ფლორენციული გვარის წარმომადგენელ, თუმცა-კი საშუალო ეკონომიკური შესაძლებლობის მქონე გოგონაზე – მარიეტა დი ლუიჯი კორსინი. მიუხედავად იმისა, რომ მაკიაველი თავისი მეუღლის მიმართ ღრმა სიმპათიით იყო განმსჭვალული, იგი მაინც ხშირად ღალატობდა მას. დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის ჟამს, ნიკოლოს ინტენსიურად უხდებოდა სხვადასხვა ქვეყნებში ხანგრძლივი დროით მოგზაურობა, რა დროსაც ფლორენციელი დიპლომატი მრავალრიცხოვანი საყვარლებით ირთობდა თავს. მისთვის ლამაზ ქალთა გარემოცვაში გამართული თავაშვებული ორგიები ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნეოდა. ავი ენები ამბობდნენ, ყველა იმ ქალაქში, სადაც კი მაკიაველს მოუხდა მუშაობა, თითო საყვარელი მაინც გაიჩინაო. თავად ნიკოლო თავს იმით იმართლებდა, რომ დიპლომატიურ სამსახურში მიღებულ სტრესს, სწორედ რომ მათგან ვიხსნიო.
მეუღლის „საქალთანო გმირობების” ამბები მარიეტას ყურამდეც აღწევდა. ქრისაგან შეურაცხყოფილი და აღშფოთებული ქალი ნიკოლოს სახლში ხმაურიან დებოშებს კი უწყობდა, თუმცა, როგორც ჩანს, მაკიაველი იმდენად კარგად იყო უკვე „განტვირთული” სტრესისგან, რომ განრისხებული ცოლის პრეტენზიებს არანაირ ყურადრებას არ აქცევდა.
მეუღლის მსგავსად, მაკიაველი საკუთარი შვილების მიმართაც არ იჩენდა სათანადო ყურადღებას. ის კი არა და, მისი შვილები (სულ ნიკოლოს 5 შვილი ჰყავდა) ისე მოევლინენ ქვეყნიერებას, რომ არც ერთის დაბადებას არ დასწრებია პირადად. შვილების დაბადებას მას დრო და დრო ატყობინებდნენ ხოლმე მეგობრები წერილობით. ბავშვებს მაკიაველი იშვიათად ნახულობდა. იშვიათად ინტერესდებოდა მათი ბედითაც. თუმცა უცილობლად უნდა შევნიშნოთ ის გარემოებაც, რომ ფლორენციელ პოლიტიკურ მოღვაწეს ოჯახი მატერიალურად სრულად ჰყავდა უზრუნველყოფილი.
დროთა განმავლობაში მაკიაველმა სათანადოდ დააფასა თავისი მზრუნველი მეუღლის მიერ გაწეული ღვაწლი ოჯახის შენარჩუნების საკითხში და ყველაფერი, რაც კი ნიკოლოს ამიერში დარჩა, ანდერძით მარიეტას დაუტოვა. – (ავტორი გენია.ჯი)
მარიეტა დი ლუიჯი კორსინი