იცით თუ არა, რომ?!
1. შეზღუდული ფიზიკური მონაცემების მქონე პირთაგან პირველი ადამიანი, ვინაც ინვალიდებისათვის განკუთვნილი ეტლით დაიწყო სარგებლობა, XVI საუკუნეში მოღვაწე ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე – ფილიპე II ჰაბსბურგი იყო. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. პირველი ხომალდი – პანამის არხში მაშინ ჩაიძირა (1914 წლის 7 იანვარი), როდესაც იგი ჯერ კიდევ არ იყო ოფიციალურად გახსნილი.
* * *
3. სასიკვდილო სარეცელზე მყოფი გენიალური ესპანელი მწერლის – მიგელ დე სერვანტეს საავედრას უკანასკნელი სიტყვები იყო: „ – ღმერთო, დაიფარე ესპანეთი და მეფე!”
* * *
4. ბატი და იხვი – ტიბეტში „წმინდა ფრინველებად” არიან მიჩნეულნი და მათი გამოყენება საკვებად აკრძალულია.
* * *
5. ჰოკეის შაიბები, რომელთაც თანამედროვე პერიოდში იდეალურად მრგვალი ფორმა აქვთ, თავდაპირველად, ოთხკუთხედი ფორმის მქონენი იყვნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 000-ზე მეტი ქალაქი არსებობს, რუსეთის ფედერაციაში ქალაქების რაოდენობა – 1 100 არ აღემატება.
* * *
7. „უდაბნოს ხომალდად” წოდებულ – აქლემს, თავისი ზურგით – 500 კილოგრამამდე ტვირთის ტარება შეუძლია.
* * *
8. ერთადერთი სერბი მწერალი, რომელსაც პატივად ხვდა ნობელის პრესტიჟული პრემიის აღება ლიტერატურის დარგში – ივო ანდრიჩია.
* * *
9. ძვ.წ.აღ-ით 1500 წლამდე, „ამომავალი მზის ქვეყანაში” – იაპონიაში, ტატუს მხოლოდ დამნაშავეები ატარებდნენ.
* * *
10. ბატოფობია – წყლის სიღრმის შიშია. – (ავტორი გენია.ჯი)