დიოგენე სინოპელი – „ეპიზოდი”

თავისი ეპატაჟური, ექსცენტრიული და ექსტრავაგანტული გამოსვლებით ცნობილ დიდ ძველ ბერძენ ფილოსოფოსსა და მოაზროვნეს – დიოგენე სინოპელს (ძვ.წ.აღ-ით 412-323 წლები), ხშირად სჩვეოდა ხოლმე ხალხმრავალ ადგილებში, ბაზრებსა და მოედნებზე გამოჩენა და, თავისი ლექციებითა და უმეტესწილად, ამორალური ქმედებებით, ბრბოს ყურადღების მიპყრობა. (ავტორი გენია.ჯი) ერთ დღეს, ქალაქის შუაგულ მოედანზე გასული დიოგენე, რომელსაც საშინელი მორალური პრინციპები ახასიათებდა, თავად შეიქნა ერთობ უცნაური სანახაობის შემსწრე: იმ პერიოდის ათენელ მამაკაცთა უმრავლესობის „ხელში გამოვლილი” და საყოველთაოდ „ცნობადი” ერთ-ერთი ძველ ბერძენი კურტიზანი ქალის პატარა ვაჟი მოედნის ცენტრში იდგა და ირგვლივ შემორაჯულ ხალხს უმისამართოდ უშენდა ქვებს. გონებასხარტმა დიოგენემ, ვისთვისაც დამახასიათებელი იყო ენამწარე სიტყვა და ცინიზმი, როგორც კი შესძლო შექმნილ სიტუაციაში გარკვევა, ბავშვს ერთობ მრავლისმეტყველურად შეუძახა: „ – გაფრთხილდი შვილო, შენს მიერ ნასროლი ქვა შემთხვევით მამაშენს არ მოარტყაო!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>