„პითაგორელები” – (ეპიზოდი)

ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნეში ჩამოყალიბებული „პითაგორიზმის” რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლების ფუძემდებლად, გენიალურ ძველ ბერძენ სწავლულს – პითაგორა სამოსელს ასახელებენ. მისი სწავლება ორფიზმზე იყო აგებული. თავის მხრივ, ორფიზმი წარმოადგენს ისეთ ეზოთერიკულ და მისტიურ სწავლებას, რომელიც რიტუალურ და ასკეტურ წესთა მეშვეობით ესწრაფვის – სულის განწმენდას. ძველი ბერძნული ფილოსოფიის ერთ-ერთ იდეალისტურ მიმართულებას უამრავი ადამიანი (პითაგორელი) უერთდებოდა დრო და დრო. რამდენიმე ხანში „პითაგორიზმმა” იმდენადაც კი იმძლავრა, რომ მისმა მიმდევრებმა პითაგორას ხელმძღვანელობით, პოლიტიკური და სოციალური გეგმების დასახვაც დაიწყეს. შედეგად, მათ გადაწყვიტეს, თავიანთი გეგმის მიხედვით აეწყოთ რომელიმე ქალაქის ცხოვრება. ამ მიზნით, პითაგორელების მიერ შერჩეული იქნა თანამედროვე იტალიის ტერიტორიაზე არსებული ძველ ბერძნული კოლონიალური ქალაქი – კროტონე. აკი აიღეს კიდეც კროტონეში ძალაუფლება V საუკუნის დასაწყისში პითაგორელებმა. იმ პითაგორელებმა, რომლებსაც „გაღმერთებული” ჰყავდათ თავიანთი მასწავლებელი და იმ პითაგორელებმა, რომლებმაც თავისებური რელიგიური ორდენიც კი ჩამოაყალიბეს.

მათ მიერ იდეალური მათემატიკური გათვლებით აწყობილმა პოლიტიკურმა მოდელმა დროთა განმავლობაში – იდეალური დიქტატურის მოდელის სახე მიიღო!

განუსაზღვრელმა ძალაუფლებამ კროტონეში ამ ორდენის წარმომადგენელთა და, მაშასადამე, „საუკეთესოთა შორის საუკეთესოთა” ხელში მოიყარა თავი. მათი კატეგორიული მოთხოვნით, ქალაქის მოსახლეობა უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა პითაგორელთა გაფეტიშებული მთავრობის უკანონო მოთხოვნებს. პითაგორას სწავლების მიმდევრებმა ქალაქის მოსახლეობა ორ კლასად დაჰყო. „პირველ კლასს” – თავად პითაგორელები მიეკუთვნებოდნენ, ხოლო „მეორე კლასს” კი – სხვა დანარჩენები…

ეს მარაზმი კროტონეში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ გაგრძელებულა. პითაგორელების მიერ კროტონეში დამყარებულმა ოდიოზურმა დიქტატურამ ქალაქის მოსახლეობაში აჯანყება გამოიწვია. აჯანყებას უამრავი პითაგორელის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავად პითაგორა სამოსელმა კი, გავეშებულ აჯანყებულთა ხელში ჩავარდნას და დასჯას, გაქცევა ამჯობინა. – (ავტორი გენია.ჯი)

პითაგორა სამოსელი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>