Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„აკვნიდანვე დაეხსენით ადამიანს, ხელს ნუ შეუშლით!
ნუ გამოსდევნით მისი არსების დახშულ კვირტიდან, მისი სიყრმის ვიწრო კარვიდან! ერთობ მცირედს ნუ გაუკეთებთ, თორემ უთქვენოდაც იოლად წავა და ასე და ამგვარად თავისგან გამოგარჩევთ, ერთობ ბევრს ნუ გაუკეთებთ, თორემ ან თქვენს ძალას ვერ შეიგრძნობს, ან საკუთარს და თავისგან გამოგარჩევთ. მოკლედ, აცალეთ ადამიანს მხოლოდ მოგვიანებით შეიტყოს, რომ სხვა ადამიანებიც არსებობენ, რომ მის გარდა, მოიპოვება კიდევ რაღაც სხვა, ვინაიდან მარტო ამ გზით გახდება იგი ადამიანი. ადამიანი კი ღმერთია, თუკი ის ადამიანია”.