ფრიდრიჰ ჰოლდერლინის ნააზრევი…
„არაფერს ძალუძს ისე გაფურჩქვნა და ისე ჭკნობა, როგორც ადამიანს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ღმერთის სწორია კაცი, როცა ოცნებობს, მაგრამ გლახაკია, როდესაც განსჯის”.
* * *
„გასახარია, თუ სწორი სწორს ხელს გაუწვდის, მაგრამ მადლია, ღვთის მადლია, როცა ბუმბერაზს დიდ სიმაღლეზე აჰყავს კაცუნა”.
* * *
„ქვეყნად ყოველივეს აქვს დასაბამი და დასასრული. ადამიანს კი, თუმცა ძალა აქვს ბუმბერაზული, არ შეუძლია წარმავლობას გზა გადაუღობოს. ერთხელაც ვნახე, პაწია ბალღი ხელს იწვდიდა და მთვარის შუქის დაჭერას ლამობდა. ჩვენც ისევე ვართ, ბევრს ვიბრძვით, მაგრამ ბედის ტრიალს ვეღარ ვაკავებთ”.
* * *
„მე ხშირად მითქვამს ჩემი თავისთვის: შენს ნაამაგარს ჭია-ღუა შესჭამს-მეთქი, მაგრამ მაინც ბოლომდე მიმიყვანია ის სადაგი დღე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სჯობია ისევ ფუტკარი იყო და უწყინრად აგებდე შენს სახლს, ვიდრე იყო ამა ქვეყნის ძლიერთა ძალაუფლების მოზიარე და მგელივით ყმუოდე მათთან ერთად”.
* * *
„დიახ, დიახ! ძალზე იოლია ბედნიერი და მშვიდი იყო, თუ გულმარჩხი და გონებაშეზღუდული ხარ. თუ მოგწონთ, თქვეთვის დამილოცნია ასეთი რამ”.
* * *
„გახსოვდეს: სჯობს იმისათვის მოკვდე, რომ ჭეშმარიტად ცოცხლობდი, ვიდრე ცოცხლობდე იმისათვის, რომ ჭეშმარიტად არასოდეს არ გიცხოვრია!”
* * *
„სააქაო საქმეები მე ამოვწურე. თავაუღებლივ ვმუშაობდი, თავს არ ვზოგავდი, მაგრამ ვაი, რომ ამ ქვეყანას ერთი გროშის საღირალიც კი ვერ შევმატე”. – (ავტორი გენია.ჯი)