ჯონ სტაინბეკი – „ეპიზოდი”

მრავალი პოპულარული ლიტერატურული ქმნილების ნობელიანტი ავტორის, დიდი ამერიკელი მწერლის – ჯონ ერნსტ სტაინბეკის (1902-1968 წლები) მიერ დაწერილი რომანი – „თაგვებსა და ადამიანებზე”, რომელსაც უდიდესი წარმატება ხვდა წილად შემდგომში, პირველად გამოქვეყნებული იქნა 1937 წელს. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა, მის გამოქვეყნებას წინ ერთი საინტერესო ისტორია უსწრებდა. როგორც ცნობილია, ამერიკელ ლიტერატორს ძალიან უყვარდა ცხოველები, განსაკუთრებით კი ძაღლები. იმ პერიოდში, როდესაც სტაინბეკი ზემოაღნიშნულ ნაწარმოებზე მუშაობდა, მან ახალი სეტერის ჯიშის ძაღლი (ლეკვი) შეიძინა, რომელსაც სახელად – „ტობი” დაარქვა. ახლადშეძენილ ძაღლს ჯონიმ სრული თავისუფლება მიანიჭა და ისიც მაქსიმალურად სარგებლობდა პატრონის მიერ მინიჭებული თვითგანსაზღვრის ამ უდიდესი შესაძლებლობით. ტობის, ისევე როგორც მთელ სახლში,  მწერლის სამუშაო კაბინეტში შესვლის პრივილეგიაც გააჩნდა.

გარკვეული პერიოდიოს გასვლის შემდგომ, სტაინბეკმა დაასრულა თავის ახალ რომანზე მუშაობა. ნიშანდობლივია ისიც, რომ წიგნის პირველი ვერსია ავტორის მიერ ხელით იყო დაწერილი და ეს ხელნაწერი ლიტერატურული ქმნილება, ერთადერთი ეგზემპლარის სახით არსებობდა ბუნებაში.

ერთ საღამოს, როდესაც სტაინბეკი სახლში დაბრუნდა, სამუშაო კაბინეტში შესულს თვალწინ საშინელი სურათი გადაეშალა: ტობის, რომელსაც თავისი ასაკის გამო ძალიან ექავებოდა კბილები, მწერლის საწერი მაგიდიდან გადმოეგდო ახლადდაწერილი ნაწარმოების ერთადერთი ხელნაწერი ეგზემპლარი და მისი ნახევარი (პირველი ნაწილი) ისე შეეჭამა და დაეღეჭა, რომ მასში ვეღარაფერს გაარჩევდა კაცი. შედეგად, იგი იძულებული გახდა, კვლავ გაეწია შრომატევადი სამუშაო და ნაწარმოების პირველი ნაწილი ხელთავიდან დაეწერა. მიუხედავად ამისა, სტაინბეკს იმდენად უყვარდა თავისი ძაღლი, რომ არც კი გაწყრომია მას. ის კი არა და, მეგობარს ისიც უთხრა, რადგანაც ეს ასე მოხდა, მაუწყებელია იმის, რომ ხელნაწერი უცილობელ გადაწერას საჭიროებდაო. უბრალოდ, ხშირად შენიშნავდა – „ჩემი ნაშრომი – ძაღლმა შეჭამაო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>