მარგარეტ მიტჩელი – „ეპიზოდი”

ბესტსელერად ქცეული რომანის – „ქარწაღებულნი”-ს ავტორს, ამერიკელ მწერალ ქალს – მარგარეტ მანერლინ მიტჩელს (1900-1949 წლები), თუ რამემ შეაძულა ამ ქვეყანაზე თავი, ეს იყო – პოპულარობა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმ უდიდესი წარმატებისა, რაც მას „პულიცერის პრემიით” დაჯილდოებულმა ზემოაღნიშნულმა ლიტერატურულმა ნაწარმოებმა მოუტანა, მარგარეტმა მაინც კატეგორიული უარი განაცხადა მკითხველის დიდ თხოვნაზე, განეგრძო რომანი და დაეწერა წიგნის მეორე ნაწილი. მან არა მხოლოდ „ქარწაღებულნი”-ს გაგრძელების დაწერაზე თქვა უარი, არამედ საერთოდ რაიმეს დაწერაზეც კი.

 მწერალ ქალს, რომელსაც ესოდენ უყვარდა მშვიდი გარემო, ფანატები და ცნობისმოყვარე ჟურნალისტები მოსვენებას არ აძლევდნენ. შედეგად, მათ თავი უკიდურესად მოაძულეს მარგარეტს. „ჩემი ოცნებაა, მივაღწიო იმ დრომდე, ჩემი წიგნი გაყიდვას რომ შეწყვეტსო”. – ამბობდა ხოლმე პოპულარობის მოძულე მიტჩელი ახლობელთა წრეში. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>