ჰენრი VII ტიუდორი – „ეპიზოდი”
ტიუდორების დინასტიის პირველი წარმომადგენელი ინგლისის სამეფო ტახტზე – ჰენრი VII ტიუდორი (1457-1509 წლები), რომელმაც უდიდესი წვლილი დაიდო ქვეყნის გაღატაკებული ბიუჯეტის გაზრდაში, სპორტის ისეთი სახეობით იყო გატაცებული, როგორიც გახლავთ – ჩოგბურთი. (ავტორი გენია.ჯი) მისი გატაცება ამ მშვენიერი სპორტული სახეობის მიმართ იმდენად მაღალი იყო, რომ ინგლისელმა მონარქმა რამდენიმე საჩოგბურთო კორტიც კი გახსნა ქვეყნის ტერიტორიაზე. ჩოგბურთის სიყვარული ჰენრიმ თავის ვაჟსაც შთაუნერგა და, როდესაც პირადად მას უკვე აღარ შესწევდა ჩოგბურთის თამაშის უნარი გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, აზარტომანმა მეფემ თავის გართობა ჩოგბურთზე ფსონების დადებით დაიწყო. ამბობენ, რომ ეს „ავადსახსენებელი” თვისება ჰენრის მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში აღარ მოუშლიაო. – (ავტორი გენია.ჯი)