ფრიდრიჰ ჰოლდერლინი – „ბავშვობის სიმშვიდევ! ციურო სიმშვიდევ!”
„ბავშვობის სიმშვიდევ! ციურო სიმშვიდევ! რაოდენ ხშირად ვდგავართ შენს წინაშე გარინდებული, რა ხშირად გიჭვრეტთ მოყვასის თვალით, რა ხშირად ვცდილობთ შენს არსს ბოლომდე ჩავწვდეთ! მაგრამ ამაოდ. ჩვენ ხომ მხოლოდ ის გვესმის კარგად, ერთ დროს უკეთურს თუ შევუცვლით ნირსა და იერს, ბავშვობასა და უმანკოებაზე კი წარმოდგენაც არ გაგვაჩნია.
დიახაც, ღვთაებრივი არსებაა ბავშვი მანამდე, სანამ ადამიანთა ქამელეონობის ლაფში არ ჩაფლულა.
ბავშვი ყოველთვის ის არის, რაც არის და ამით ის მშვენიერია.
კანონისა და ბედისწერის უღელი არ ადგას ქედზე, განსხეულებული თავისუფლებაა.
ბავშვის სულში სიმშვიდე სუფევს, უკეთუ იგი ჯერ არ განდგომია თავის თავს. ის მდიდარია, უკეთუ ჯერ არ იცნობს ჟამთა სიავეს, და უკვდავია, უკეთუ სიკვდილისა არა უწყის რა”. – (ავტორი გენია.ჯი)