ერთი მრავლისმეტყველი ფაქტი
დინასტიური გადანაწილების შედეგად, 1556 წელს ნიდერლანდების ტერიტორია, როგორც – ნიდერლანდების საგრაფო, საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში შეიყვანეს. უფრო რომ დავაკონკრეტოთ, ეს უმშვენიერესი ევროპული ქვეყანა ესპანეთის იმპერიის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა, რამაც გამოიწვია კიდეც 8 წლიანი ომის დაწყება, რომელიც საბოლოო ჯამში, რევოლუციით დასრულდა. (ავტორი გენია.ჯი) იმ გმირობისა და სიმამაცის აღსანიშნავად და დასაფასებლად, რაც ნიდერლანდელებმა გასწიეს მაშინ, „მშვიდად” წოდებულმა ორანის პრინცმა და ნიდერლანდების რევოლუციის ერთ-ერთმა ლიდერმა – ვილემ ორანელმა, 1575 წელს ნიდერლანდულ ქალაქ ლეიდენში უნივერსიტეტი დაარსა. ანუ პირველი უნივერსიტეტი ნიდერლანდებში. მის დაარსებას კი წინ, ერთი პატარა, თუმცა მეტად მრავლისმეტყველი ფაქტი უძღოდა. ლეიდენის დამშეულ და განაწამებ მაცხოვრებლებს, რომლებიც განსაკუთრებით დააზარალა 8 წლიანმა ომმა, ვილემ ორანელმა ორი ვარიანტი შესთავაზა, რომელთაგანაც ერთი უნდა აერჩიათ: ან გადასახადების შემცირება ქალაქის მოსახლეობისათვის, ან კიდევ უნივერსიტეტის დაარსება. მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა, ლეიდენის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არჩევანი მაინც ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა. გააკეთა და რაღა თქმა უნდა, – არც შემცდარა: დღეისათვის – „ლეიდენის უნივერსიტეტი” ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საგანმანათლებლო ცენტრია მსოფლიოში. – (ავტორი გენია.ჯი)
ვილემ ორანელი