უჩვეულო ტრადიცია
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში განთავსებულ ქვეყნებში – ინდონეზიასა და ახალ გვინეაში მობინადრე პაპუასების ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ერთ-ერთი ხალხი – დანი, იმთავითვე მეტად უჩვეულო ტრადიციებით გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი სახის უჩვეულო ტრადიციათა რიგს განეკუთვნება დანის ხალხში დამკვიდრებული წესი, რომელიც დაკავშირებულია ახლობელი ადამიანის დაღუპვით გამოწვეულ გლოვასა და მწუხარებასთან. ნიშანდობლივია ისიც, რომ ეს უცნაური წესი ეხება მხოლოდ მანდილოსნებს. თუმცა არის გამონაკლისებიც. იმ შემთხვევაში, თუ ქალი დაკარგავს უახლოეს ნათესავს, ნიშნად უკიდურესი მწუხარებისა და სიმბოლოდ გლოვისა, იგი საკუთარი ხელით იკვეთავს ერთ თითს. თითოეული ნათესავის გარდაცვალებაზე ისინი ემშვიდობებიან თითო თითს. ამიტომაც აღარ რჩება მათ უმრავლესობას სიბერეში შესვლის ჟამს ხელებზე არც ერთი თითი ხშირ შემთხვევაში. – (ავტორი გენია.ჯი)