ხუტა ბერულავა – „ვით ბავშვობაში ნასწავლი ლექსი”

ვით ბავშვობაში ნასწავლი ლექსი,

ათიათასჯერ ნათქვამი გესმის:

ხვალ ბედნიერად ვიცხოვრებთ, ნათე,

ხვალ აგისრულებ ფიქრებს და ნატვრებს;

ხვალ დაგვიდგება მშვიდობის დარი,

ხვალ არ იქნება სეტყვა და ღვარი;

ხვალ, გეფიცები, ხვალ ამოვა მზე

და ხელს ავიღებ ქართან ბრძოლაზე;

ხვალ… გელოდება სრული სიწყნარე, -

დამცხრალ მეგობარს თუ შეიყვარებ!

კომენტარის დატოვება