ფრიდრიჰ ჰოლდერლინი წერდა…
„ათენი ალექსანდრე მაკედონელს ფეხქვეშ გაეგო ხასასავით და ქვეყნიერებაც დევნილი ირემივით სულის ამოხდომამდე ჰყავდა მიყვანილი დიდ მონადირეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შეხედე სამყაროს! განა იგი საზეიმო მსვლელობას არა ჰგავს, რომლითაც ბუნება ყოველგვარ ხრწნაზე მარადიულ გამარჯვებას დღესასწაულობს? და განა თავისდა განსადიდებლად არ მოჰყავს სიცოცხლის ოქროს ჯაჭვებით დამძიმებული სიკვდილი, როგორც ოდესღაც მხედართმთავარს დატყვევებული ხელმწიფეები? ხოლო ჩვენ, იმ ქალწულებსა და ჭაბუკებს ვგავართ, რომლებიც ნაირ-ნაირი სახიობითა და ჰანგებით, ცეკვა-თამაშითა და სიმღერით მისდევენ დიდებულ მსვლელობას”.
* * *
„ჩემი ცხოვრება ისე იცრება, როგორც ქვიშა ქვიშის საათში”.
* * *
„ზოგჯერ საკუთარ თავში ჩაფლულს მარტოსულივით მიცხოვრია დიდებულად”.
* * *
„მიჩვეული ვარ გარეგანი ამბები ისე ჩამოვიბერტყო, როგორც თოვლის ფიფქები”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვაგლახ, ვაგლახ, რომ უკეთესობა არაფერს არ ეტყობა კაცთა მოდგმაში, თორემ სიამოვნებით დავრჩებოდი ამ საუცხოო პლანეტაზე”.
* * *
„კაცმა რომ თქვას, ბედისწერა დიდებულ თამაშს ეწევა, როდესაც ტაძრებს ამხობს და მათ ნამუსრევს ბალღებს ანებებს აქეთ-იქით გადასატანად, როდესაც ღმერთების დასახიჩრებულ გამოსახულებებს მერხებად ხდის გლეხის ქოხის წინ, ხოლო საფლავის ძეგლებს მობალახე პირუტყვის განსაცხრომელად აქცევს. ამგვარი მფლანგველობა უფრო მეფურია, ვიდრე კლეოპატრას ჟინიანობა, გამდნარი მარგალიტები რომ დალია. მაგრამ მაინც რა დასანანია მთელი ეს სიდიადე და მშვენიერება!”
* * *
„ღვთაებრივი მშვენიერების პირმშო – ხელოვნებაა”.
* * *
„არ მინდა ჩემი მარგალიტები ხეპრე ბრბოს წინაშე მიმოვაბნიო”.
* * *
„ო, რა უცნაურად აგვერევა ხოლმე ერთმანეთში ნეტარება და კაეშანი, როდესაც საცნაური ხდება, რომ სამუდამოდ ვეთხოვებით შეჩვეულ ყოფას”. – (ავტორი გენია.ჯი)