გუსტავ ფლობერი – „მე მიყვარს ღმერთი!”
„მე მაქვს სარწმუნოება, ჩემი სარწმუნოება, და მეტიც, ვიდრე სხვებს, მთელი მათი პირმოთნეობითა და ჯამბაზობით. პირიქით, მე მიყვარს ღმერთი! მე მწამს არსი უზენაესი, შემოქმედი. ჩემთვის სულერთია, როგორიც არ უნდა იყოს იგი. მე მწამს იგი, ვინც გაგვაჩინა და ამქვეყნად მოგვავლინა, რათა პირნათლად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობანი მოქალაქისა და ოჯახის მამისა, მაგრამ საამისოდ მე როდი მესაჭიროება ეკლესიაში სიარული. იქ ვერცხლის თეფშზე მთხვევა და საკუთარი ჯიბით იმ ერთი მუჭა თვალთმაქცების გასუქება, ვინც ჩვენზე უკეთ იკვებება! ღმერთი შეგიძლია ადიდო ტყეშიც, მინდორშიც და ეთეროვანი ცის გუმბათის ჭვრეტითაც, ვით ჩვენი წინაპრები შვრებოდნენ. ჩემი ღმერთია ღმერთი სოკრატესი, ფრანკლინის, ვოლტერისა და ბერანჟესი! მე მომხრე ვარ სავოის ეპისკოპოსის სარწმუნოებისა და 89 წლის უკვდავი პრინციპებისა! მე არა მწამს ღმერთი – მოხუცი, თავის ბაღჩაში რომ ყავარჯნით დასეირნობს, თავის მომხრეებს დასაძინებლად ვეშაპის მუცელში გზავნის, ყვირილით კვდება და მესამე დღეს აღდგება. ყოველივე ეს თავისთავად უაზრობაა და, სხვათა შორის, სრულიად ეწინააღმდეგება ფიზიკის ყოველგვარ კანონს. ამასთან იგი გვიმტკიცებს, რომ ღვთის მსახურები მუდამ უვიცობის სიბნელეში იყვნენ ჩაფლულნი და ხალხსაც იქით მიათრევდნენ”. – (ავტორი გენია.ჯი)