ბილ გეიტსი – „ეპიზოდი”

მყუდროების მოყვარულმა დიდმა ამერიკელმა მეწარმემ, საზოგადო მოღვაწემ და ფილანთროპმა – ბილ გეიტსმა, 1994 წელს იქორწინა კათოლიკე ინტელექტუალ ამერიკელ ქალზე – მელინდა ენ ფრენჩზე. (ავტორი გენია.ჯი) იმისათვის, რომ ესოდენ ცნობადი პერსონების საქორწინო ცერემონიას მედიისა და ზოგადად რომ ვთქვათ, საზოგადოების მხრიდან გადაჭარბებული ყურადღება არ მიეპყრო, მათი ქორწინების დღის ნიუანსები სახელმწიფო საიდუმლოების რანგშიც კი იქნა აყვანილი. მომაბეზრებელი ცნობისმოყვარეებისაგან თავდასახსნელად, ქორწილი წყვილმა შორეული ჰავაის არქიპელაგის შემადგენლობაში შემავალ კუნძულ ლანაიზე გამართა. იმ კუნძულზე, რომელზედაც მხოლოდ ერთი 250 ნომრის მქონე სასტუმროა განთავსებული. მილიარდერმა სასიძომ სასტუმროს ორასმორცდაათივე ნომერი წინასწარ დაჯავშნა, რათა რომელიმე მათგანი ჟურნალისტებს არ დაეკავებინათ. გარდა ამისა, გეიტსმა სპაციალურად დაიქირავა აღნიშნულ კუნძულსა და სხვა ახლო მდებარე კუნძულებზე არსებული ყველა ვერტმფრენი, რათა ბილისა და მელინდას ქორწილი ჰაერიდან არ გადაეღოთ. მიუხედავად დაცვის უმკაცრესი ზომებისა, ორმა ჟურნალისტმა მაინც მოახერხა ლანაიზე შესვლა, თუმცა ისინი მალევე გამოააშკარავა დაცვის სამსახურმა და კუნძულიც დაატოვებინა. კუნძულის დატოვებამდე კი, აეროპორტში გადაყვანილ ჟურნალისტებს ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, რომელშიაც სიტყვასიტყვით ეწერა: „მედიის წარმომადგენელთა მომსახურებას საზეიმო ღონისძიება არ საჭიროებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>