კლემენტ VIII – „ეპიზოდი”
XVI საუკუნის დასასრულისათვის კოფეინის შემცველი არომატული გემოვნების მქონე და მასტიმულირებელი ზემოქმედების მომხდენი არაჩვეულებრივი სასმელი – ყავა, ოსმალეთის იმპერიიდან, ანუ ისლამური ქვეყნიდან, ფართოდ იქნა გავრცელებული ევროპის კონტინენტზე. ამიტომაც უწოდეს ამ არაჩვეულებრივ, თუმცა კი ევროპელთათვის ინოვაციურ სასმელს ქრისტიანულ ევროპაში – მუსულმანთა სასმელი”. (ავტორი გენია.ჯი) მრავალთა მსგავსად, მას გარკვეული ხნის მანძილზე არ სწყალობდა არც კათოლიკური ეკლესია.
1592 წლის 30 იანვარს რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობლად კონკლავმა ფლორენციელი კარდინალი – იპოლიტო ალდობრანდინი, იგივე – კლემენტ VIII დაამტკიცა. მას შემდეგ, რაც ცნობისმოყვარე პონტიფიკოსმა პირველად გასინჯა ყავა ეპისკოპოსთა დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, იგი აღფრთოვანდა მისით. „ – მოდით, მოვატყუოთ სატანა და ვაკურთხოთ ეს არაჩვეულებრივი სასმელი! დიდი ცოდვა იქნება, მხოლოდ მუსულმანების კუთვნილებად ვაქციოთ იგიო”. – ერთმნიშვნელოვნად განუცხადებია კარდინალებისათვის ყავით მოხიბლულ რომის პაპს.
შედეგად, რომის პაპმა – კლემენტ VIII ისტორიაში თავი დაიმკვიდრა, როგორც ყავის ერთ-ერთმა პირველმა პოპულარიზატორმა ევროპაში. – (ავტორი გენია.ჯი)