ნერონი – „ეპიზოდი”
ვისთვისაც ძველი რომის ისტორია უცნობ თემას არ წარმოადგენს, მისთვის კარგად იქნება ცნობილი, თუ რაოდენ უყვარდა რომის ზნედაცემულ იმპერატორს – ლუციუს დომიციუს აჰენორბაბუსს (37-68 წლები), იგივე – ნერონს თეატრალურ წარმოდგენებში მონაწილეობის მიღება რიგითი მსახიობის რანგში. (ავტორი გენია.ჯი) მას ასევე ძალიან უყვარდა რომის თეატრებში პერსონალური საკონცერტო წარმოდგენების გამართვაც, და ვაი იყო იმის თავს, ვინც მანამდე დატოვებდა ნერონის კონცერტს, სანამ ეს შიზოიდი იმპერატორი საბოლოოდ არ დაარულებდა თავის გამოსვლას.
იგი ლირაზე დაკვრის ხელოვნებას კი ფლობდა, თუმცა არც თუ ისე ოსტატურად. ამასთან, რაც ყურადსაღებია, არის ის, რომ ლირაზე დაკვრის იშტაზე მოსული ნერონის კონცერტი ხშირ შემთხვევებში დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, რაც დამსწრე საზოგადოებისათვის ნამდვილ ჯოჯოხეთს წარმოადგენდა. არ არსებობდა მიზეზი, რომლითაც წარმოდგენის დატოვება იქნებოდა შესაძლებელი გარდა ერთისა: ადამიანი კონცერტის მიმდინარეობის დროს უნდა გარდაცვლილიყო. მრავალსაათიან კონცერტებს ისეთ სასოწარკვეთილებამდე მიჰყავდა ხშირად მაყურებელი, რომ ისინი თავიანთი გარდაცვალების სიმულაციასაც კი ეწეოდნენ თეატრის იარუსებზევე. დიდი ძველ რომაელი მწერალი და სწავლულ-ენციკლოპედისტი – გაიუს სვეტონიუსი კი სულაც იმას ამტკიცებდა, რომ ფეხმძიმე ქალები ბავშვებს შობდნენ ამ ოდიოზი იმპერატორის მიერ წარმოებული კონცერტის მიმდინარეობის დროს, რადგან ძალიან მკაცრი კანონი იყო დაწესებული წარმოდგენის დატოვებისთვისო. – (ავტორი გენია.ჯი)