„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ფული მეგობარს არ ეძებს. ფული ფულს ეძებს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მე თუ მკითხავ, როგორც კი რამე გამოჩნდება, მაშინვე უნდა წაავლო ხელი. მეტად იქნებ აღარც გამოჩნდეს”.

* * *

„ხალხს, საზოგადოებას გარკვეული პერიოდები აქვს კარგადყოფნისა და ავადმყოფობის, იმედისა და სასოწარკვეთილების, თვით სიჭაბუკისა და სიბერისაც კი”.

* * *

„თუ გინდა რამეს მიაღწიო, ჯერ საკუთარ სახლში უნდა გახდე უფროსი”.

* * *

„კაცის გუნებას რას გაუგებ – ხან მარტივია, ხან რთული”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„უფულო აზნაური ნელნელა თავის აზნაურობასაც დაკარგავს”.

* * *

„ფული სნეულებას კი არ კურნავს, ავადყოფობის სიმპტომებს ცვლის”.

* * *

„უნებისყოფობა და სისულელეა იმის თქმა, რომ ვერ აიტან იმას, რაც ბედის წყალობით დაწესებულა”.

* * *

„უმჯობესია, მოთმინებით აიტანო დამცირება, რომელსაც შენ გარდა ვერავინ გრძნობს, ვიდრე აჩქარდე და შენი წინდაუხედაობით ისეთი რამ ჩაიდინო, რაც ყველა შენს ახლობელს გაამწარებს”.

* * *

„რისკი სულაც არ ნიშნავს დაკარგვას”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება