რატომ ატარებდნენ სპარტელი მეომრები წითელი ფერის მოსასხამს?
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, ბრძოლაში მიმავალი სპარტელი მეომრების საომარ სამოსში მუქი წითელი (მეწამული) ფერი დომინირებდა. იმის შესახებ, თუ რატომ სარგებლობდა ომში მიმავალი სპარტელთა არმია ესოდენ მეწამული ფერის საომარის სამოსით, მრავალი ვერსიია გავრცელებული. თუმცა მათ შორის ყველაზე სანდო ვერსიად ისტორიკოსები მაინც ძვ.წ.აღ-ით I-II საუკუნეებში მოღვაწე გენიალური ძველ ბერძენი ისტორიკოსის, ბიოგრაფისა და ესეისტის – პლუტარქეს მიერ მოწოდებულ ვერსიას განიხილავენ. (ავტორი გენია.ჯი) ელინელი სწავლულის მტკიცებით, სპარტელები წითელ სამოსს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გამოსიობით ატარებდნენ. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ წითელ ფერს ეს მეომარი ხალხი – ვაჟკაცობისა და სიმამაცის უმთავრეს სიმბოლოდ განიხილავდნენ. გარდა ამისა, წითელი ფერი ფსიქოლოგიურად და მორალურად თრგუნავდა მტრის გამოუცდელ მებრძოლებს; მესამეც, ჭუჭყის ამტან წითელ მოსასხამში რთული გასარჩევი იყო მტრისათვის დაჭრილი იყო თუ არა რომელიმე სპარტელი.
მეწამული ფერის საღებავს სპარტელები ლაკონიაშივე ამზადებდნენ და ამბობენ იმასაც, რომ იქ მეწამული ფერის მქონე საღებავების წარმოება უმაღლეს დონეზე იყო განვითარებულიო. თუმცა აქვე გასათვალისწინებელია ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოებაც. სახელოვანი ათენელი ისტორიკოსის – ქსენოფონტის გადმოცემით, სპარტელ ჯარისკაცებს წითელი ფერის სამოსი თვით ლეგენდად ქცეულმა სპარტელმა კანონმდებელმა – ლიკურგემ შეურჩია. ლიკურგესვე განჩინებით, წითელი ფერის სამოსით სარგებლობა მხოლოდ სპარტელ მეომრებს შეეძლოთ და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ბრძოლის ველზე მიდიოდნენ. ის კი არა და, ამ უდიდესმა კანონმდებელმა სპარტელებს საერთოდ აუკრძალა შეღებილი ქსოვილების გამოყენება ჩვეულებრივ ყოფით ცხოვრებაშიც კი.
ლაკედემონიის ისტორიაში სულ რამდენიმეჯერ დაირღვა ეს კანონი. თუმცა, რამდენჯერაც დაირღვა, იმდენივეჯერ დასაჯეს „დამნაშავე” თანამემამულე კანონის ძალით სპარტელებმა. – (ავტორი გენია.ჯი)