მარკ ტვენი – „ეპიზოდი”
„ჩემი წიგნები – წყალია; დიდი გენიოსების წიგნები – ღვინო; წყალს ღვინისაგან განსხვავებით, – ყველა სვამს”, – მრავლისმეტყველად წერდა თავის დროზე იუმორის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ამერიკელი მწერალი – მარკ ტვენი. (ავტორი გენია.ჯი) ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსი 1835 წლის 30 ნოემბერს მოევლინა ქვეყნიერებას მისურის შტატში განთავსებულ სოფელ ფლორიდაში. იმ სოფელში, რომელსაც გენიალურმა ლიტერატორმა – „თითქმის შეუმჩნეველი სოფელი” უწოდა მოგვიანებით. იმ პერიოდში ფლორიდაში სულ რაღაც ასიოდე მოსახლე ცხოვრობდა. შესაბამისად, ასმეერთე მოსახლე „თითქმის შეუმჩნეველი სოფლისა” სწორედ რომ მარკ ტვენი გახდა. აღნიშნულ გარემოებას, როგორც ჩვეოდა ხოლმე დიდ მწერალს, კვლავაც იუმორით მიუდგა. „ფლორიდაში მაშინ ზუსტად ასი ადამიანი ცხოვრობდა. მე კი მისი მოსახლეობა სრული ერთი პროცენტით გავზარდე. ბევრი ისტორიული პერსონა ვერ დაიტრაბახებს იმით, რომ მას უფრო მეტი რამ აქვს გაკეთებული მშობლიური ქალაქისა თუ სოფლისთვის, ვიდრე მეო”. – ხუმრობდა ხოლმე იგი. – (ავტორი გენია.ჯი)