ძველი საბერძნეთი – „ეპიზოდი”
ანტიკური ხანის ძველბერძნული საზოგადოება, რომლის მრავალი წევრი ამაყობდა იმით, რომ ზეპირად იცოდა ჰომეროსის უკვდავი პოემა – „ილიადა”, გარდა განათლებისა, კულტურისა, ხელოვნებისა და სპორტისა, ასევე დიდ ყურადღებას უთმობდა საზოგადოებაში გამეფებულ მორალურ პრინციპებს. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც იყო ელადაში დამკვიდრებული ბევრი ისეთი კანონი, რომელიც ადამიანის მორალურ პრინციპებთან მოდიოდა თანხვედრაში. ასე მაგალითად: სიზარმაცე და პარაზიტიზმი კანონით დასჯადი ქმედებები გახლდათ. გარდა ამისა, ძველ საბერძნეთში თითოეული მშობელი მამა ვალდებული იყო თავისი შვილისათვის შეესწავლებინა ისეთი ხელსაქმე და მიეცა მისთვის ისეთი პროფესია, რომელიც შემდგომში მას ლუკმა-პურის გამომუშავებაში შეუწყობდა ხელს. იმ შემთხვევაში, თუ შვილს მამა თავის დროზე არც ერთ ხელსაქმეს შეასწავლიდა, ზრდასრულობაში შესული შვილი კანონის თანახმად თავისუფლდებოდა მოხუცი მამის წინაშე არსებული ყოველგვარი ვალდებულებისაგან. – (ავტორი გენია.ჯი)