შარლოტა ბრონტე წერდა…
„ცნობისმოყვარეობა საშიში თვისებაა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანთა მოდგმას ამქვეყნად სრულყოფილი ბედნიერება ჯერ კიდევ არასოდეს ხვდომია წილად”.
* * *
„კეთილშობილური გრძნობა ზოგიერთებისთვის ძალიან ცოტას ნიშნავს”.
* * *
„გამოიყენე ყოველი წამი!”
* * *
„ძნელია ცრურწმენის აღმოფხვრა იმ ადამიანთა გულებიდან, რომელთაც განათლების ნათელი არ მოჰფენიათ. ისინი სარეველა ბალახებს ჰგვანან, შეუპოვრად რომ იზრდებიან ქვებს შორის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ყველა ადამიანი უნდა მოკვდეს, მაგრამ ყველას არა აქვს მისჯილი ნელ-ნელა წამებით ამოხდეს სული და უდროო ბედისწერით დაიღუპოს”.
* * *
„სიცოცხლის მომნიჭებელი სულთა მხსნელიც არის”.
* * *
„გისურვებთ, არასოდეს განგეცადოთ შიში, რომ თქვენ იქნებით მიზეზი და უბედურებას წაჰკიდებთ მას, ვინც ყველაზე ძალიან გიყვართ”.
* * *
„მე ფრინველი არა ვარ და ვერავითარი გალია ვერ დამიჭერს. მე თავისუფალი ქმნილება ვარ, სრულიად დამოუკიდებელი სურვილისა და უფლებების მქონე”.
* * *
„მე ბუნებით უნაკლო არა ვარ”. – (ავტორი გენია.ჯი)