გენიალური ლიტერატორები წერდნენ…

„მხოლოდ გულია ჩემი ერთადერთი საგანძური”. – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სხვათა მიერ მოყენებულ წყენას იოლად ვერ ვივიწყებ. არც სხვათა ნაკლისადმი ვარ ლმობიერი. ჩემი გრძნობები იოლად არ ფოფინდებიან და ხასიათითაც გოროზი ვარ. ერთხელ თუ განვიხიბლე, მერე ჩემი მოხიბვლა ძნელია”. – ჯეინ ოსტინი

* * *

„საოცარია, რატომ გამართავს ხოლმე ადამიანის გონება დახუჭობანასა და დამალობანას, როცა საჭიროა მთელი ჩვენბი გულისყური გაფაციცებით დავძაბოთ და საიდუმლო ზრახვებითა და დაბრკოლებებით დანაღმულ მინდორზე როგორმე უხიფათო ბილიკი მოვძებნოთ”. – ჯონ სტაინბეკი

* * *

„დგება ხოლმე დრო, როცა გონი მთლად ენადაა ქცეული”. – ფრიდრიჰ ჰოლდერლინი

* * *

„მე მთელი ცხოვრების განმავლობაში ვცდილობდი ისეთი სისუსტის დათრგუნვას, რომელიც მართლა დაცინვის ღირსია”. – ჯეინ ოსტინი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ქალების ერთ-ერთ მშვენიერ თვისებად ის მიმაჩნია, რომ დიდხანს ინარჩუნებენ ამა თუ იმ კაცისადმი ერთგულებას, დიახ, არავითარ დაშორებას არ შეუძლია მისი მოსპობა და გაქარწყლება”. – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე

* * *

„როდესაც გათხოვებას დავაპირებ, გადაწყვეტილი მაქვს, ისეთი მეუღლე შევარჩიო, რომ სილამაზით ჩემს მშვენიერებას კი არ ჩრდილავდეს, არამედ, პირიქით, ელვარებას მატებდეს. ვერ ავიტან ჩემს ტახტზე მეტოქეს”. – შარლოტა ბრონტე

* * *

„საერთოდ, ცოტა ვინმე თუ მიყვარს”. – ერნესტ ჰემინგუეი

* * *

„რამდენადაც უნდა მძაგდეს ჩადენილი ბოროტმოქმედება, მიანც შემიძლია მივუტევო დამნაშვეს; ამ რწმენის გამოა, რომ შურისძიება არასოდეს მიშფოთებს სულს; არც დამცირება და უსამართლობა იწვევს ჩემში უკმაყოფილებას და სულით არ ვეცემი. ვცხოვრობ მშვიდად და ველი აღსასრულს”. – შარლოტა ბრონტე

* * *

„მოვა დრო და დადგება ყოვლისმიტევების დღე…” – ალექსეი ტოლტოი – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>