კლავდიუსი – „ეპიზოდი”
რომის იმპერატორი იულიუს-კლავდიუსების დინასტიიდან – კლავდიუსი (ჩვ.წ.აღ-მდე 10 – ჩვ.წ.აღ-ით 54 წლები) სულ ოთხჯერ იყო დაქორწინებული თავისი ცხოვრების განმავლობაში. საერთო ჯამში მას 4 შვილი ჰყავდა – 2 ვაჟიშვილი და 2 ქალიშვილი. (ავტორი გენია.ჯი) პირველ ჯერზე იმპერატორის რჩეული ქალი გახლდათ პლავტიების პატრიციული გვარის წარმომადგენელი – პლავტია ურგუნალინა, რომელსაც იმპერატორმა მოგვიანებით ღალატში დასდო ბრალი და გაშორდა. თუმცა გაშორებამდე მათ თანაცხოვრებაში შეეძინათ ვაჟი, ვისაც – კლავდიუს დრუზუსი უწოდეს. სამწუხაროდ, ტახტის პატარა მემკვიდრეს ხანთგრძელი სიცოცხლით ტკბობა მეტად იშვიათი შემთხვევის გამოისობით არ დასცალდა: ჩვ.წ.აღ-ით 27 წელს, 15 წლის ასაკში მყოფმა ყმაწვილმა, რატომღაც გადაწყვიტა, რომ ხიდან ჩამოვარდნილი მსხალი პირით დაეჭირა. ხიდან ჩამოვარდნილი მსხალი მან კი დაიჭირა პირით, თუმცა… იმპერატორის ძეს მსხალი საყლაპავ მილში გაეჭედა, რაც ფატალური შედეგის მომტანი აღმოჩნდა მისთვის: კლავდიუს დრუზუსი ამ უჩვეულო შემთხვევას ემსხვერპლა.
ვაჟიშვილის მოულოდნელი სიკვდილით თავზარდაცემულმა და გაოგნებულმა კლავდიუსმა „დამნაშავის” სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა. შედეგად, მსხლის ხე, რომლის ნაყოფმაც იმსხვერპლა დრუზუსი, ჯერ მოჭრეს, ხოლო შემდეგ სულაც დაწვეს… ფერფლი კი ქარს გაატანეს. – (ავტორი გენია.ჯი)
პლავტია ურგუნალინა