„დამაკვირდი”

„მხოლოდ მაშინ იქნები გამარჯვებული, როცა ხვალინდელი დღე ყოველთვის დღევანდელს აჯობებს”. – იორამ ჩადუნელი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„როგორ უნდა გაბედოს ჩივილი ქრისტიანმა კაცმა რაღაც წვრილმანის გამო, ოდეს მისი ღმერთი მთელი თავისი სხეულით სისხლისაგან იცლებოდა ჯვარზე გაკრული, და ბაგეზე მონანიების ღიმილი ეფინა!” – ემილ ზოლა

* * *

„შეუძლებელია შერცხვენილი ქალის შერთვა”. – სელმა ლაგერლეფი

* * *

„ვერ მაიძულებთ, გავჩუმდე”. – ჩარლზ დიკენსი

* * *

„ილოცეთ ჩემთვის, რამეთუ მე, ისევე როგორც თქვენ, იძულებული ვარ, ვიცხოვრო ამსოფლად, რომელიც აღსავსეა ცდუნებებით. და მათ შეიძლება ისევე შემაცდინონ მე, როგორც თქვენ, და მე ვშიშობ და ვკანკალებ, რამეთუ ამ ცდუნებებმა ღვთისაგან არ განარიდონ სული ჩემი”. – სელმა ლაგერლეფი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ხალხის სამსახურში დაბერებული ადამიანი იმ მგზავრს ჰგავს, რომელიც გრძელ გზაზე ფეხით სიარულმა დაღალა, მცხუნვარე მზით გადამწვარ მინდორში მუხის ჩეროში წამოწვა და მადიანად წაიძინა”. – იორამ ჩადუნელი

* * *

„გევედრებით, ძმანო, ქრისტეს რჯულის თანაზიარნო: ნუ ჩაიდენთ ესოდენ დიდ ცოდვას! ნუ გაყიდით ადამის ძეთ!” – სელმა ლაგერლეფი

* * *

„ჩვენი უბედურება ისაა, რომ ზოგჯერ პირში თქმას გავურბივართ”.

* * *

„სევდიანი, მწუხარე ამბები, როგორც წესი, გრძელია ხოლმე. ბედნიერი და სასიხარულო რომ ყოფილიყო, მაშინ მოკლე იქნებოდა”. – ჩარლზ დიკენსი

* * *

„ბევრის ნატვრა ცოდვად ითვლება, რაც გაქვს, იმას უნდა დასჯერდე”. – სელმა ლაგერლეფი – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>