განქორწინება – „ეპიზოდი”
სხვა მრავალ უბედურებათა შორის ერთ-ერთი დიდი უბედურება, რაც კი ადამიანებს შეიძლება დაატყდეთ თავს, ცოლ-ქმრის გაყრის შედეგად წარმოშობილი – ოჯახის დანგრევაა. სამწუხაროდ, ღვთისაგან კურთხეული ქორწინების აქტი ხშირად ხდება ხოლმე ეშმაკის კერძი. ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში კი სულაც განთავსებულია – „განქორწინებათა მუზეუმი”, რომელსაც რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, 2011 წელს „ევროპის წლის მუზეუმის” სპეციალური პრემია მიენიჭა. (ავტორი გენია.ჯი) ცოლ-ქმრის წყვილის ოფიციალური განქორწინების მეთოდი მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყნაში სხვადასხვაგვარია. მათგან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა დასავლეთ აფრიკულ სახელმწიფოში – განის რესპუბლიკაში დანერგილი განქორწინების მეტად უცნაური წესი: იმ შემთხვევაში, თუ ცოლ-ქმარი ერთმანეთთან ოფიციალურ დონეზე გადაწყვეტენ კავშირის გაწყვეტას, ისინი ვალდებული არიან სამოქალაქო აქტების დამარეგისტრირებელ შესაბამის უწყებაში გამოცხადდნენ საქორწინო სამოსით მოსილნი. ესე იგი, მამაკაცი უნდა იყოს შარვალ-კოსტუმით შემოსილი, ხოლო დედაკაცი კი სადედოფლო კაბითა და ფატით. სხვა შემთხვევაში უწყება განქორწინების ოფიციალურ აქტს მათზე არ გასცემს. – (ავტორი გენია.ჯი)